​ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

მას აეროპორტშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ.

ხვალ შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge