არჩილ გაგნიძის ადვოკატი: უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს​

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სამარცხვინო იყო და „სწორედ ის ჰგავდა ჰაერში გასროლილ სიტყვებს“- ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

მან პროკურორის განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან აღანიშნა, რომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა “ჰაერში გასროლილი სიტყვებია და ზღაპრებს ჰყვებიან”.

მამულაშვილის განცხადებითვე, სასამართლო დაცვის მხარის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„ჰაერში გასროლილი სიტყვები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა იყო, იმდენად სამარცხვინო სიტყვა ჰქონდათ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს და არც ჩვენ არ მოგვცა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს დასკვნით სიტყვას, ჩვენ პრაქტიკულად მივუდექით, კომპაქტური დასკვნითი სიტყვაა, პრეზენტაციებით, უფრო აღქმადი და სასამართლო ჩვენი სიტყვის შემდეგ უფრო დარწმუნდება, რომ ამ საქმეზე უალტერნატივოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს” – განაცხადა მამულაშვილმა.

პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება: ვახტანგ ჩიქოვანს,  არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეა. 21 ტომისგან შემდგარი მასალები მოიცავს უამრავი ადამიანის ჩვენებასა და ჩატარებული ექსპერტიზების პასუხებს. გიორგის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მას სწორედ “ტოიოტა კამრის” 5 მგზავრი დაედევნა, არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და მდინარისკენ გაქცეულ ფეხბურთელს ნაპირამდე სდია – სასტიკად სცემა და უგუნო მდგომარეობაში მყოფი წყალში გადააგდო.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge