გარდაბანში ერთერთ სკოლასთან, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა – შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.
წყარო: ფორმულა