ზურაბიშვილი: ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა და მეტი დემოკრატია

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდასტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე” –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომლიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი..

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის – სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება”, –  განაცხადა ზურაბიშვილმა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge