საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – პირობითი სასჯელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლოს განჩინებით, სარკოზის შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, ხოლო მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით მოხდება. ექსპრეზიდენტს განაჩენის გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.
ნიკოლა სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.