“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.
„დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.
„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.