გორში ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სამართალდამცველებმა გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს. მოგვიანებით კი, კიდევ ერთი პირი 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge