ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან პირებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს სასამართლომ 16-16 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ორ არასრულწლოვანს: ა.ქ-სა და ზ.ხ-ს მათ განაჩენს სასამრთლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოყვა. ისინი არ ეთანხმებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას არ ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები. ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. გიორგის ოჯახის წევრები სრულად იზიარებენ პროკურატურის ვერსიას.