რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამის შესახებ „ექსპრო ჯოჯრიაში“ გამართულ ბრიფინგზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობის ჩასატარებლად საჭირო კვორუმი შედგა.

„დღეს შედგა ქვორუმი ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომელიც წარმოადგენდა 42 ხმას. კვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი კვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად“ , – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

დღეს ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე არჩევნებზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.

2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მისი მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ თავის დროზე აბუსერიძის არჩევა კანონიერად მოხდა და პრეზიდენტი ისაა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge