აბაშის ერთ-ერთ სოფელში 55 წლის ქალი გააუპატიურეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. მედიის ცნობით, ძალადობა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მისი დაკავების მიზნით ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.