ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს კვლავ შეხვდება.
ის გუშინ აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად ცალ-ცალკე უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დღეს გასამართი შეხვედრები 9 საათიდან განახლდება. დანიელსონისა და ელჩების მედიტაციით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.
1 კომენტარი
[…] […]