27 წლის ექთანი, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, გარდაიცვალა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა, დღეს გარდაიცვალა. პაციენტს გული გაუჩერდა. ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

ექთანმა  ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” ორი დღის წინ გაიკეთა. აცრიდან დაახლოებით ნახევარ საათში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა. მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ექთნის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ განაცხადა, რომ მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge