ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.
დანიელსონი პრეზიდენტს გუშინაც შეხვდა. შეხვედრა ამჯერადაც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
კრისტიან დანიელსონი გუშინ პრემირეს, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებსაც შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში 27 მარტს, მეორედ ჩამოვიდა.