“რას ერჩით აქაურ კაფე- ბარებს, რესტორნებს, მომღერლებს, კონცერტებს?”-ნატო დუმბაძე

ავტორი შორენა პირველი
“რას ერჩით აქაურ კაფე ბარებს, რესტორნებს, მომღერლებს, კონცერტებს?” – მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ხელისუფლებას შერჩევით კოვიდრეგულაციებში ადანაშაულებს.
“ვერ ვიტან უსამართლობას , ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს! ეხლა დამირეკა მეგობარმა რომელსაც აქვს ბათუმში კაფე და რეგულიაციების თანახმად 9 საათზე იკეტება , ასევე შაბათ კვირასაც არ მუშაობს! აქვს უდიდესი კრედიტი აღებული რომელსაც ამ რეგულიაციების გამო ვერ იხდის!
მხოლოდ ინტერესისთვის ეხლა ეწვია ბათუმის პრესტიჟულ სასტუმროში მდებარე კაზინოს , რომელიც თურმე შეუფერხებლად მუშაობს თავისი რესტორნით !შეკრებილია უამრავი ადამიანი და არხეინად თამაშობენ, მიირთმევენ და ერთობიან !ღმერთმა შეარგოთ!
ისმის კითხვა , ანუ შერჩევითია ეს რეგულიაციები?
რას ერჩით მაშინ აქაურ კაფე- ბარებს, რესტორნებს, მომღერლებს , კონცერტებს? დახურულ
სივრცეში თუ 500 , 600 კაცის რულეტკა და ქეიფი დაშვებულია , კონცერტებზე მეტი ხალხი კი არ დადის!!!
სად ბნელა გვითხარით რა!”-წერს ნატო დუმბაძე.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge