საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
უწყების ცნობით, პრემიერმინისტრი თავს კარგად გრძნობს. ის თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.