საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
“აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს” – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობითვე, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.