“საქართველოს საპატრიარქომ უნდა განაცხადოს შესაძლებელია თუ არა, მორალურ-ეთიკური და სარწმუნოებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ ვაქცინაციის ჩატარება მორწმუნე ადამიანებისათვის”-დავით ოსეფაშვილი

ავტორი შორენა პირველი
“გუშინ კომუნიკაცია მქონდა, ტოტალური ვაქცინაციის აპოლოგეტთან, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან, რომელსაც ვკითხე: “არსებულ ვაქცინებში, არის თუ არა გამოყენებული აბორტირებული ემბრიონის ნაწილები?” რაზეც პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ ასეთი ნაწილები არის გამოყენებული,”- პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი კოვიდ-ვაქცინის გამოყენებას რელიგიური ეთიკის თვალსაზისით აპროტესტებს. ოსეფაშვილი მოუწოდებს საპტრიარქოს ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“გუშინ კომუნიკაცია მქონდა, ტოტალური ვაქცინაციის აპოლოგეტთან, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან, რომელსაც ვკითხე: “არსებულ ვაქცინებში, არის თუ არა გამოყენებული აბორტირებული ემბრიონის ნაწილები?” რაზეც პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ ასეთი ნაწილები არის გამოყენებული.
ბიოეთიკის და რელიგიური ეთიკის თვალსაზრისით, ასეთი რამ ყოვლადდაუშვებელი უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი, მხოლოდ ბიოეთიკას კი არ სცდება, არამედ იგი პირდაპირ კონფლიქტშია – რელიგიურ, სარწმუნოებრივ და ზნეობრივ საფუძვლებთან.
როგორც ცნობილია, აბორტი არის მომაკვდინებელი ცოდვა და ეკლესიური თვალთახედვით, პირდაპირი კაცისკვლაა, ხოლო მოკლული ჩვილის ნაწილების გამოყენება ვაქცინაში, არის ამორალური და ამაზრზენი მოვლენა, რაც სცდება სამედიცინო არეალს და გადადის ზნეობისა და სარწმუნოებრივი ეთიკის სფეროში.
ამიტომ საქართველოს საპატრიარქომ, ერთმნიშვნელოვნად უნდა განაცხადოს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად გაარკვიოს თავისი მრევლი, შესაძლებელია თუ არა, მორალურ-ეთიკური და სარწმუნოებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ ვაქცინაციის ჩატარება მორწმუნე ადამიანებისათვის.
ქვემოთ გთავაზობთ ვაქცინების შემადგენლობას, რაც ადასტურებს ბიოეთიკურ და ზნეობრივ-სარწმუნოებრივ პრობლემებს, რაც თან ახლავს ამ ვაქცინებს:
“ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში, მისი დამზადების, წარმოებისა თუ ტესტირების პერიოდში, გამოყენებულ იქნა ადამიანური ემბრიონი. ესეიგი, “COVID-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, გამოყენებულია ადამიანის უჯრედული ხაზი. ძირითადად საუბარია HEK 293 უჯრედულ ხაზზე, რომელშიც გამოყვანილ იქნა, ჯანმრთელი ქალის ემბრიონის თირკმელი. ეს ემბრიონი “ლიკვიდირებულ იქნა კანონიერი გზით”. ანუ, აბორტის შედეგად, ჰოლანდიური კანონმდებლობის თანახმად.
გარდა ამ უჯრედული ხაზისა, ცნობილია ადამიანის ემბრიონის გამოყენების სხვა უჯრედული ხაზებიც (Wi-38, MRC-5, PEP.C6). ესეიგი, ზოგიერთი მწარმოებელი, “მეცნიერულ უპირატესობას” ანიჭებენ ვაქცინაში, აბორტალური საშუალებით შექმნილი უჯრედული ხაზის გამოყენებას. ასე მოიქცნენ, ისეთი განთქმული ფარმაცევტული კომპანიები, როგორებიცაა “მოდერნა” (Moderna) და ფრაიზერი (Pfizer/BoiNTech).
მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებში, ლაბორატორიული კვლევის სტადიაზე (Confirmatory lad Tests) გამოყენებულია ადამიანის ემბრიონული უჯრედული ხაზი HEK 293. ხოლო “ასტრა-ზენეკას” (Astra/Zeneka) (Oxford) კომპანია, რომელიც თანამშრომლობდა კომპანია “სპუტნიკთან” (СПУТНИК 5) და კომპანია “ჯონსენთან” (Jonnsen), აღნიშნულ უჯრედულ ხაზს – HEK 293 – წარმოების სამივე ფაზაში (1) დიზაინი და დამუშავება, (2) წარმოება, (3) დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევა, იყენებდა ამ მასალებს.”-წერს დავით ოსეფაშვილი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge