“საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს, რაც მასშტაბურ შეკრებებში უნდა გამოვლინდეს” – ვარლამ გოლეთიანი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს, რაც მასშტაბურ შეკრებებში უნდა გამოვლინდეს” – ამის შესახებ “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმართული პრტოტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

როგორც მან “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, უკვე ფაქტებით დასტურდება ყველაფერი ის, რასაც  “რიონის ხეობის მცველები” აქამდე ამბობდნენ.

“ხეობა რომ არის გადაცემული დასტურდება პირდაპირ უკვე ფაქტით. თუ ვინმეს ეგონა, რომ ჩვენ ამდენი ხანი უტრირებულად ვამბობდით რაღაცას, ვაზვიადებდით, ყველაფერს საზოგადოება ხედავს და ვფიქრობ, რომ ამაზე უკვე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს ჩვენ საზოგადოებას და ეს უნდა გამოვლინდეს მშვიდობიან პროტესტში, მასშტაბურ შეკრებებში,” – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

წუხელ ღამით ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ჯებირებით გადაკეტა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge