“უცხოელი ექსპერტები დაადგენენ ცესკოში თუ ვინ რამდენი ხმა აიღო და ასევე უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ, დანიშნავენ და გააკონტროლებენ მოსამართლეებს”,- პოლიტოლოგი ირაკლი “დენიელსონის დოკუმენტზე” საუბრობს.
“ეს გახლავთ ორი ამონარიდი “დენიელსონის დოკუმენტიდან”, რისთვისაც დაიდგა მთელი ეს მრავალთვიანი სპექტაკლი “შესვლა-არშესვლის” და “გამოშვება-არგამოშვების” ფასადური ბოლით.
1. “ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისთვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.”
2. “პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით – დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.”
მარტივე ენაზე კი: უცხოელი ექსპერტები დაადგენენ ცესკოში თუ ვინ რამდენი ხმა აიღო და ასევე უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ, დანიშნავენ და გააკონტროლებენ მოსამართლეებს. რეალურად პარლამენტი და სასამართლო მიაქვთ. აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ განკარგულებას თუ მინისტრის ბრძანებას კი უცხოელი ექპერტის მიერ შერჩეული მოსამართლე შეაჩერებს ან გააუქმებს.
შეფასება თქვენთვის მომინდვია!”-აცხადებს ირაკლი გოგავა.
“დენიელსონის დოკუმენტი” სრულად: https://www.alia.ge/5-punqti-ra-dokuments-moatsera-kheli…/