332
რატომ გადაიდო მოლაპარაკებები 2-დან 5 საათამდე, სააკაშვილის ნებართვას ელოდებიან?
მოაწერს თუ არა ხელს მთავარი ტიტულის მქონე, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია ოპოზიციურ პარტიებს შორის?
ხელს თუ მოაწერენ, შევლენ თუ არა პარლამენტში?
თუ შევლენ, მხოლოდ დერეფანში შევლენ, გირჩივით, თუ კაბინეტებშიც შევლენ, იმუნიტეტსაც მოირგებენ, იარაღსაც ჩაიდებენ, ასევე გირჩივით?
ცალკე სანერვიულოა, რომ შევიდნენ და კანონების წერას გადააკვდნენ, რა ვქნათ?!
ქართულ ოცნებას მოგმართავთ:
წინა 9 წელი წინა მთავრობის წესებით ვცხოვრობდით, ომი, კრიზისი, მოსმენები, ბიზნესების ახევები…
შემდეგი, ანუ ამჟამინდელი 9 წელი ისევ წინა მთავრობის დღის წესრიგით ვცხოვრობთ, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, აქციები, მივარდნები, ზიზღი, სიძულვილი…
ერთი თვე კი არა, ერთი დღე არ ყოფილა მშვიდი. ათვითცნობიერებთ? 18 წელი გავიდა ამ ძიძგილაობაში.
გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ, ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში. ნუ გვახვევენ თავს ამ მოლაპარაკებებს დღეის იქეთ. თუ შევლენ, შევლენ, არ შევლენ და დაგვამშვიდეთ.
კამფეტებს ხომ არ ვითხოვთ?! მშვიდი ცხოვრება სჭირდება ხალხს, რყევების და ძიძგილაობის გარეშე. დაიღალა ხალხი!
აგირჩიეთ 150 დეპუტატი 4 წლით. შედით და იმუშავეთ! რა შეჭამეთ ტვინი?!
წლებია ნორმალური ტოკ-შოუ არ ყოფილა, სადაც ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელებენ. ერთმანეთზე ლაპარაკობენ…
ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა პარტიების გამო, გინების და წყევლის ენა წესად იქცა, მოიწამლა გარემო…
“გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ, ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში! ნუ გვახვევენ თავს ამ მოლაპარაკებებს დღეის იქეთ,”-ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე საუბრობს:
“მთელი საქართველო “ნერვიულობს”, “განიცდის”:
_____
P.S. მესამედ გადადებულა. შავ დღეში არიან. გამოჩნდება ვის აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების თუნდაც მინიმალური უნარი,”-აცხადებს ამირან სალუქვაძე.