პირველი ქართველები, რომლებმაც ოლიმპიური მედლები მოიპოვეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

 პირველი ქართველები, რომლებმაც ოლიმპიური მედლები მოიპოვეს იყვნენ ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე. მათ ეს ჯუდოში გამართულ პირველ ოლიმპიურ თამაშებზევე – “ტოკიო 1964”-ზე მოახერხეს.

 ორივე ქართველი ჯუდოკა ბრინჯაოს მედლებს +80 კგ წონით კატეგორიაში დაეუფლნენ. ანზორ კიკნაძემაც და ფარნაოზ ჩიკვილაძემაც ნახევარფინალები დათმეს. კიკნაძე მომავალ ჩემპიონ იაპონელ ისაო ინოკუმასთან დამარცხდა, ხოლო ჩიკვილაძე – კანადელ დოგ როჯერსთან.

 ტოკიოში ტატამი ოლიმპიური თამაშებისთვის ზუსტად 97 დღეში – 24 ივლისს გაიშლება.

წყარო: “ჯუდოს დღიურები”

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge