პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოში შოთა ჩოჩიშვილია. მან ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრება 1972 წელს მიუნხენში მოიგო.
ჩოჩიშვილი ჩემპიონი 93 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ასაკში გახდა. ფინალში მან დიდი ბრიტანელი დევიდ სტარბრუკი დაამარცხა, რომელთანაც მანამდე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში დამარცხდა. შოთა ჩოჩიშვილის პირველი მეტოქე იაპონელი ფუმიო სასაჰარა იყო, ფინალამდე კი რეპეშაჟში კიდევ სამ მეტოქეს – ფრანგ პიერ ალბერტინს, ამერიკელ ჯეიმს ვოლისა და გერმანელ პაულ ბართს სძლია.
შოთა ჩოჩიშვილი არის არა მარტო პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოში, არამედ საბჭოთა კავშირიდანაც.
მიუნხენის ოლიმპიადა იყო მეორე ოლიმპიური თამაშები, რომელზეც ჯუდოში შეჯიბრება გაიმართა (პირველი “ტოკიო 1964”). 1968 წლის მეხიკოს გამოტოვების შემდეგ აღარ ყოფილა შემთხვევა, ჯუდო ოლიმპიადაზე არ ყოფილიყო. სწორედ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადიდან მოყოლებული ჯუდო აფხულის ყველა ოლიმპიურ თამაშებზე იყო.
ზუსტად 95 დღეში – 24 ივლისს ტოკიოში ტატამი კვლავ ოლიმპიური თამაშებისთვის გაიშლება.
წყარო: “ჯუდოს დღიურები”