“ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან”-ილია მეორე

ავტორი შორენა პირველი

“ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან,”-ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულისადმი აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა არის დიდი ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“ – აღნიშნა პატრიარქმა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge