„კიდევ დიდხანს გაუძლო ოპოზიციამ, მათან პრინციპულობა უფრო გამიკვირდებოდა“ – ასე შეაფასა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პარლამენტში შესვლის ფაქტი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.
მისი თქმით, ხელისუფლება კედელთა იყო მიყენებული და ოპოზიციამ თავისი უთავბლობით, თავმოუბმელობით, გეგმის არასებობით, სტრატეგიისა და ტაქტიკის არქონით, წერილობითი დოკუმენტიც ვერ შექმნა, რითაც საერთო პოზიციას დააფიქსირებდა.
„ძველი ბერძნული მითოსიდან ვიცით ე.წ. კასანდრას წყევლა – ღმერთებმა დასწყევლეს კასანდრა, რომ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებ, მაგრამ არასდროს არავინ დაგიჯერებსო, – როგორც ჩანს, ამ კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ.“ – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას, სავარაუდოდ, არც დაუყენებია ცესკოს დაკომპლექტების საკითხი, ქართველ ხალხს კი ნაკლებად აინტეეესებს, გადაეცემა თუ არა ოპოზიციას 5 კომიტეტი.
„როცა 5 კომიტეტს აიღებს ოპოზიცია, რაც ამ ქვეყანას დაემართება ცუდი ამბები, ოპოზიცია იქნება თანაპასუხისმგებელი ხელისუფლებასთან და მე არ მაქვს კარგი პროგნოზები საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ როცა არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ის აუცილებლად კისერს იტეხს ხოლმე, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.