სააღდგომო აკრძალვები და 2000 ლარიანი ჯარიმა სამართალდამრღვევებს

ავტორი oninfo.ge
სააღდგომო აკრძალვები და 2000 ლარიანი ჯარიმა სამართალდამრღვევებს

აღდგომის დღესასწაულზე ოჯახის წევრები მიცვალებულების საფლავზე კვერცხის გადაგორებას ვერც წელს შეძლებენ – სასაფლაოებამდე მისასვლელ გზებს სამართალდამცველები გააკონტროლებენ. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევ პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები”,- აცხადებენ უწყებაში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge