ზურაბ ზვიადაური – პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ნანატრი ოლიმპიური ოქროს მედალი საქართველოს 2004 წელს ერგო. ათენის თამაშების ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა.

ის არამარტო პირველი ჯუდოკაა, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოიგო ოლიმპიადის ოქროს მედალი, არამედ ზოგადად პირველი ქართველი სპორტსმენია.

ზურაბ ზვიადაურის ჩემპიონობა ქართული სპორტისთვის და განსაკუთრებით ჯუდოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. მისმა წარმატებამ საქართველოში ჯუდოს პოპულარობის გაზრდაში დიდი წვლილი შეიტანა – უამრავი ბავშვი შევიდა ჯუდოზე და ამ სპორტის გულშემატკივართა და მაყურებელთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა.

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 81 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge