39 ოქრო, 19 ვერცხლი და 26 ბრინჯაო – იაპონიის რეკორდი ოლიმპიურ თამაშებზე

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

39 ოქრო, 19 ვერცხლი და 26 ბრინჯაო – ასეთია იაპონელთა მონაგარი ოლიმპიურ თამაშებზე და ბუნებრივია, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრებს ერთ ოლიმპიადაზე არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადა საყოველთაო ბოიკოტის გამო გამოტოვეს.

მეორე ადგილზე ოლიმპიური მედლების რაოდენობით საფრანგეთია, რომელიც პირველადგილოსანს მნიშვნელოვნად ჩამორჩება – 14 ოქრო, 10 ვერცხლი, 25 ბრინჯაო. საფრანგეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა ხუთეულში. მესამე ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს – 11 ოქროს, 16 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედლით, მეოთხეზე ჩინეთია 8 ოქროს, 3 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს შედეგად, ხოლო ხუთეულს კუბა ხურავს: 6 ოქორს, 14 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედლით.

“ტოკიო 2020” იქნება მე-14 ოლიმპიადა, რომელზეც ჯუდო გაიმართება. იაპონელები შედეგის გაუმჯობესებას უკვე საკუთარ კედლებში შეეცდებიან. ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიადისთვის ტატამი ზუსტად 78 დღეში გაიშლება. ტოკიოში დიდი ჯუდო 24-დან 31 ივლისის ჩათვლით გველოდება.

როგორ ფიქრობთ, რამდენ ჩემპიონს შემატებს თავის შთამბეჭდავ მონაცემებს იაპონია?

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge