ირაკლი ცირეკიძე – ჩემპიონობა, რომელსაც ოქროზე მეტი ფასი ჰქონდა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს მეორე ოლიმპიური ოქრო ირაკლი ცირეკიძემ მოუტანა. მან ჩემპიონობა 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე შეძლო.

​ თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის ცირეკიძის ჩემპიონობა ოლიმპიურ ოქროზე გაცილებით მეტი იყო. 2008 წლის ოლიმპიადის პარალელურად, საქართველოში ომი მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს ქვეყანას ბომბავდა, ნებისმიერი ტიპის გამარჯვება, ბუნებრივია, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც ოლიმპიადაა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სპორტსმენებს არაერთხელ გაუტანიათ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემები საერთაშორისო მასშტაბით და ოლიმპიადაც თითქმის არასდროს ყოფილა მხოლოდ სპორტული ფორუმი. შესაბამისად, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობა და არსებობა საფრთხის ქვეშ იდგა, ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე, საქართველოს დროშის აფრიალება და ჰიმნის დაკვრა უმნიშვნელოვანესი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების გამო, სპორტსმენები ორმაგ წნეხში იმყოფებოდნენ და ასეთ დროს შეჯიბრებაზე კონცენტრირება კიდევ უფრო რთული იყო.

ირაკლი ცირეკიძე ოლიმპიადის ოქროს გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსაც ფლობს. ის ერთადერთი ქართველი ჯუდოკაა, რომელსაც ორი დიდი სპორტული შეჯიბრების ჩემპიონის ტიტული აქვს.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 73 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge