კაილა ჰარისონი – ერთადერთი ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

კაილა ჰარისონი ერთადერთი ამერიკელი ჯუდოკაა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები მოიგო. მეტიც, ამერიკის სიამაყემ ეს ორჯერ შეძლო – 2012-ში და 2016-ში.

​ლონდონის ფინალში კაილამ დიდ ბრიტანელ გემა გიბონს მოუგო 2 იუკოთი, ხოლო რიოში ფრანგი ოდრი ჩეიომეო მახრჩობელაზე გამოიჭირა. ოლიმპიური ოქროების გარდა ჰარისონის ყულაბაში ასევეა მსოფლიოს და 4 კონტინენტური ჩემპიონობა და ჯუდოს მსოფლიო ტურის 13 ტიტული.

ჯუდოს ქომაგებს კაილა ჰარისონი მუდამ მოღიმარი, ენერგიული და ლაღი გვახსოვს, თუმცა სულ ასე როდი იყო. 14 წლისას უმძიმესი ტრავმის გადატანა მოუწია – 2 წლის განმავლობაში მასზე სექსუალურად მწვრთნელი ძალადობდა. ვინმე დანიელ დოული.

ამბავი კაილას მეგობრისგან “გასკდა”. სასამართლომ დოულს 10 წელი მიუსაჯა.

ამჟამად ამერიკის სიამაყე MMA-ში ირჯება და არც იქ ღალატობს ტრადიციას – ჩემპიონია. ორგანიზაცია PFL-ში ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან 9-ვე მოგებული აქვს და საჩემპიონო ქამრის მფლობელიცაა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 72 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge