თამარ გაბუნია: კომენდანტის საათის გადაწევასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“კომენდანტის საათის” გადაწევასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის ძალიან კარგი საშუალებაა.

აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია”- განაცხადა გაბუნიამ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge