“ევროპული საქართველოს” წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პარტიის დატოვა და პარლამენტში შესვლას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც “ევროპულმა საქართველომ” დღეს გამართულ პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტა, რომ პარტიის პოზიცია პარლამენტში არ შესვლაა.
მისი თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების თემაზე პარლამენტის ფორმატში უფრო მეტი იმუშაოს. მისი თქმით, ის არ წარმოადგენს პარტიას ა იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ევროპულ საქართველოს”, რომ მომეცა საშუალება პარლამენტში მოვხვედრილიყავი. ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას, მეც გახლდით პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით, თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან, რომელიც მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში ვაწარმოე, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე, სამწუხაროდ, ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას” – განაცხადა ნაკაიძემ.