ყველაზე ტიტულოვანი კუბელი ჯუდოკა დრიულის გონსალესია

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ყველაზე ტიტულოვანი კუბელი ჯუდოკა დრიულის გონსალესია. მას 4 ოლიმპიური მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს. უმაღლესი სინჯის მედალი მან 1996 წელს ატლანტაში მოიპოვა.

პირველი ოლიმპიური მედალი გონსალესმა 1992 წელს ბარსელონაში აიღო, როდესაც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ოქროს მოგების შემდეგ კი, მან კიდევ ორ ოლიმპიადაზე აიღო მედალი – 2000 წელს სიდნეიში ვერცხლი, ხოლო 2004 წელს ათენში ბრინჯაო.

ოლიმპიური მედლების გარდა, გონსალესს მსოფლიო ჩემპიონატის მედლების შთამბეჭდავი ჩამონათვალიც აქვს. პლანეტის პირველობა მან 3 ჯერ მოიგო, ხოლო 4-ჯერ პრიზიორი გახდა.

ოლიმპიური თამაშებისთვის ტოკიოში ტატამი 62 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge