ზუგდიდში, სოფელ ახალკახათში, 60 წლის ქალი დააყაჩაღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს და ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობა უტარდება. ადგილობრივების თქმით, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულს 4 ნეკნი აქვს მოტეხილი.
„მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე. პაციენტი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ამჟამად ველოდებით კვლევის პასუხებს. ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, აპარატზე არ არის“- განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
ყაჩაღებმა სახლიდან 80 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით – ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით აღძრა.