შსს-მ სოფელ გუმათში რკინის ჯებირის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესისი” აშენების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, რკინის ჯებირის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები დეტალურად სწავლობენ კანონდარღვევას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო

დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge