იაგო ხვიჩია ნაციონალურ მოძრაობაზე – “ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში – თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით“

ავტორი oninfo.ge
„კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან და ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან რომელს დავუჭერთ მხარს, ეს არასერიოზულია“ - იაგო ხვიჩია

ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში –  თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ქმედების ჩადენა იმ უბრალო მიზეზის გამო გადაიფიქრა, რომ არსებობდა შანსი, ამისთვის „პოლიტიკური კუდი“ მიებათ.

“გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება, შევა პარტია პარლამენტში, თუ – არა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge