„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და კერძო დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნული დაცვის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილიდან აქციის მონაწილის გამოყვანამ გამოიწვია. ადგილის დატოვების იძულებითმა ფორმამ აქციის სხვა წევრები გააღიზიანა, რაც ჯებირის განგრევით და დაცვის წევრებთან ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.