„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი კომფორტის ზონა აღარ დარჩება.
“მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს”, -აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, პარტია იბრძოლებს ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო, საკომიტეტო თუ აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები… იბრძოლებს სოფელში, რაიონში, მთაში , ბარში, ყველაგან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა.
“უკან დასახევი გზა არ არსებობს. რჩება ორი არჩევანი: საქართველო ან იმარჯვებს ან იცლება. შედეგი ერთია – საქართველო იმარჯვებს” – განაცხადა მელიამ.