186
“შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის “ოცნება 2” თუ “სხვა რამე 2″. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას არ აქვს კავშირი “ქართულ ოცნებასთან” და მისი ერთადერთი ამოცანაა “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ზღვარს დაუახლოვოს.
“მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და “ქართლი ოცნება” დაუახლოვოს 43%-ს, მაგრამ ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც მისი მხრიდან და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან”- განაცხადა კობახიძემ.