საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი მიქაუტაძემ, გიორგი აბურჯანიამ და დავით ხოჭოლავამ რუმინეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარები გააკეთეს.
მიქაუტაძემ და აბურჯანიამ ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლები გაიტანეს.
გიორგი მიქაუტაძე: “საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ.”
გიორგი აბურჯანია: “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი.”
დავით ხოჭოლავა: “შეკრების დაწყებიდანვე არ გვოქნდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ.”
საქართველომ რუმინეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში გიორჰი.მიქაუტაძისა და გიორგი აბურჯანიას გოლებით 2-1 დაამარცხა.