პაატა იმნაძე: ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
პაატა იმნაძე

ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილი რეგულაციების შემსუბუქება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი აიცრება.

“ქვეყანაში ხომ პრაქტიკულად არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს, დარჩენილია ერთადერთი რეგულაცია – ეს არის პირბადე. ნუ გასაგებია, იქვე დისტანციის დაცვა შიდა სივრცეებში, რესტორნებში და დარჩენილია ეს კომენდანტის საათი 11-დან 4 საათამდე… მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებულია, რამდენი იქნება აცრებით მოცვა, როგორი იქნება რისკი დაავადების გადაცემის ანუ როგორი იქნება ავადობა 100 ათას მოსახლეზე” – განაცხადა იმნაძემ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge