პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყვანა, თავხედობაა და ეს საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა – უგულავა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
გიგი უგულავა

“საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან” – ამ კომენტარით გიგი უგულავა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მთლიანად საპატრიარქოზეა, ხოლო იმის გამო, რომ 4 წლის წინ დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა, მთავარი პროკურორი შოთაძე უნდა გადადგეს.

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერმინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონის კარი” – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge