134
ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ დიდი მუზარადის ტურნირ ,,როლან გაროსზე” წყვილთა თანრიგში პირველი წრის შეხვედრა მოიგო.
კალაშნიკოვასა და იაპონელ ნაო ჰიბინოს დუეტმა 1/64 ფინალში რუს ანა კალინსკაიასა და სლოვაკ ვიქტორია კუზმოვას ტანდემს 2-სეტში 6-2, 6-3 სძლია.
ქართველი ჩოგბურთელი და ამოვალი მზის ქვეყნის შვილი პარიზის კორტებზე მომდევნო შეხვედრას 4 ივნისს, ჩაატარებენ.
მათი მოწინააღმდეგე ლატვიელი ელენა ოსტაოენკოსა და რუმინელ მონიკა ნიკულესკუს წყვილი იქნება.