168
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში 2-0 სძლია.
ბალტიისპირელების კარში გოლები ვახტანგ ჯვარაშვილმა და ირაკლი თოდუამ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებს ლიეტუვას წინააღმდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა.
🇬🇪 საქართველო.2:0 🇱🇹 ლიეტუვა
⚽️ 02:48′ ვახტანგ ჯვარაშვილი (1-0), 28:53′ ირაკლი თოდუა (2-0)