გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გიორგი შერმადინის კლუბი ,,ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზებს.

კანარის კუნძულების გუნდმა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსს” 1/4 ფინალური სერიაში 2:0 მოუგო.

სერიის მეორე ორთაბრძოლაში
,,ტენერიფემ” 24-ქულიანი სხვაობით 92:68 გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 27:18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

,,სან პაბლო ბურგოსის” გამთამაშებელმა
ტად მაკფადენმა 20:47 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

,,ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა.
იქ კი ,,ხუვენტუტისა” და ,,ბარსელონას” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
მათ შორის სერიაში ანგარიში 1:1 გახლავთ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge