თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას ,,ანორთოსისი” ქართველი ფეხბურთელებისგან იცლება.
კლუბი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ დატოვეს. ისინი კარიერას ქეცბაიას გუნდის კონკურენტ ნიქოზიას ,,აპოელში” გააგრძელებენ.
,,აპოელმა” თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან კონტრაქტები 2024 წლის მაისამდე გააფორმა.
ქვილითიამ ,,ისტაგრამის” გვერდზე დაწერა, რომ ,,ანორთოსისმა” ,,გენკიდან” მისი ტრანსფერი ვერ გამოისყიდა და ,,აპოელში” ამის გამო აღმოჩნდა.
თორნიკე ოქრიაშვილი
,,ანორთოსისში” 2019 წლიდან თამაშობდა. მას კლუბის მაისურით ჯამში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.
გიორგი ქვილითაია კი ფამაგუსტელთა რიგებში იჯარის წესით 2020 წლიდან ასპარეზობდა.
ქართველ ფორვარდს 36 შეხვედრაში, მეტოქის კარი 15-ჯერ აქვს დალაშქრული.
,,აპოელი” აწ დასრულებულ კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდა და ევროთასების მიღმა დარჩა.
თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ამ დროისთვის გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი რჩებიან.