ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ამერიკელი სერენა უილიამსი მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” კარგად ასპარეზობს.
უილიამსი 39 წლის ასაკშიც ჩოგანს ჩვეულად იქნევს და არც ფიზიკურ კონდიციებს უჩივის.
დღეს, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა პარიზის კორტებზე 1/16 ფინალურ რაუნდში თანამემამულე დანიელე როუს კოლინზი დაამარცხა.
სერენა უილიამსმა მეტოქეს საათნახევარში, 2-სეტში 6-4, 6-4 სძლია.
სერენა ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალში მასზე 18 წლით უმცროს ჩოგბურთელ ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ელენა რიბაკინას შეხვდება.
უილიამსისა და რიბაკინას შეხვედრა 5 ივნისს, არის დაგეგმილი.