მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მიჯრით მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა შინ, პორტო ალეგრიში ევკადორის ნაკრები 2-0 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში ნეიმარის პასით ,,ევერტონის” ფორვარდმა რიშარლისონმა გახსნა.
მატჩის მიწურულს დანიშნული პენალტი კი გოლად ნეიმარმა აქცია.
ბრაზილიას 15 ქულა გააჩნია და მე-2 ადგილზე მყოფ მტერ-მეტოქე არგენტინას 4 ქულით უსწრებს.
არგენტინელებმა საკუთარ კედლებში ჩილესთან ქულები დაკარგეს. ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან მუნდიალზე 4 ნაკრები პირდაპირ გადის. ერთს კი ბრძოლა ფლეი-ოფში მოუწევს.
ბრაზილია 2:0 ეკვადორი
64′ რიშარლისონი (1-0), 90+4′ ნეიმარი პენ. (2-0)
არგენტინა 1:1 ჩილე
23′ მესი პენ. (1-0), 36′ ალექსის სანჩესი (1-1)
ურუგვაი 0:0 პარაგვაი
ბოლივია 3:1 ვენესუელა
5′ მორენო (1-0), 26′ ჩანსეელორი (1-1), 60′ ნეხარანო (2-1), 83′ მორენო (3-1)
პერუ 0:3 კოლუმბია
40′ მინა (0-1), 49′ ურივე (0-2), 55′ ლუის დიასი (0-3)
გაძევება: 43′ ტრაუკო (პერუ), 59′ მუნიოსი (კოლუმბია)