ზაზა ნადირაძეს ევროპის ჩემპიონატზე მედლამდე ცოტა დააკლდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გამოვიდა.

ნადირაძემ 200-მეტრიან დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში მე-3 ადგილი დაიკავა და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ გაცურვაში ზაზა ნადირაძემ დისტანციის დაფარვას 41.173 წამი მოანდომა, რაც საბოლოოდ, მე-4 შედეგი აღმოჩნდა.

ქართველ ნიჩბოსანს ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუტასმა სულ რაღაც 0.203 წამით აჯობა.
ბალტიისპირელმა ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ევროპის ჩემპიონი ესპანელი ხუან მორენო გახდა.   პირინიელმა ნიჩბოსანმა 200-მეტრიანი დისტანცია 40.770 წამში დაფარა.

მეორე ადგილზე კი ბელარუსი არცემ კოზირი გავიდა. სლავი სპორტსმენი გამარჯვებულს 0.028 წამით ჩამორჩა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge