თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” VTB ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” VTB ლიგის ფინალურ სერიაში პირველი შეხვედრა მოიგო.

მოსკოველებმა სტუმრად, ყაზანში ადგილობრივი ,,უნიქსი” 85:77 დაამარცხეს.

შენგელიამ მატჩში 23:20 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ,,ცსკას” ამერიკელმა კალათბურთელმა უილ კლაიბურნმა დააგროვა.

ფინალური სერიის მე-2 მატჩი 7 ივნისს, ისევ ყაზანში შედგება.

ჩემპიონატი 3-მოგებამდე გაგრძელდება.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge