საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ ,,ლიდერბეთ დიდი 10”-ის ფინალში ,,ბათუმი” გავიდა.
აჭარლებმა ფინალში ასპარეზობის უფლება თბილისის ,,აკადემიასთან” გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს.
ზღვისპირელებმა დედაქალაქელები დამაჯერებლად, 28:13 დაამარცხეს.
შეხვედრაში დუბლი ,,ბათუმის” სათადარიგო ბურჯმა გიორგი ქადარიამ.შეასრულა.
მატჩი საუკეთესო მორაგბედ აჭარელთა მოთამაშე ანზორ სიჭინავა დაასახელეს.
,,ბათუმი” 28:13 ,,აკადემია”
,,ბათუმი“: 4 ლელო – ფუტკარაძე, მამრიკიშვილი, ქადარია (2)
გარდასახვა: ნინიძე
2 ჯარიმა: ნინიძე
,,აკადემია“: ბერიკაშვილი
გარდასახვა: მოძღვრიშვილი
2 ჯარიმა: მოძღვრიშვილი
დღეს, ამ წუთებში მეორე ფინალისტის ვინაობა ირკვევა.
საჩემპიონო ბრძოლის ჩასატარებლად ქუთაისში, ადგილობრივი ,,აია” და ბოლნისის ,,ყოჩები” იბრძვიან.
,,დიდი 10”-ის ფინალი 12 ივნისს, ქუთაისშია დაგეგმილი.